Monday, May 10, 2010

როგორია შავი ზღვა?

მთავარი თემა: რა არის ,,ჰიდროსფერო“?







მნიშვნელობა/აქტუალობა:


მოსწავლე:
. აანალიზებს რუკებს და სხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებს. ადგენს მარტივ რუკებს.
. გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით შეისწავლისტერიტორიების მდებარეობას, უნვითარედება რუკების კითხვისა და შედგენის უნარ-ჩვევები.
. გამოუმუშავებს სივრცეში ორიენტაციის უნარს.
. შეისწავლის გეოგრაფიულ ნომენკლატურას.
E











ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი მიზნები და შედეგები:



დრო და სივრცე:
გეო. VI.1. აანალიზებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს(ფოტოებს, ცხრილებს)
ადგენს მარტივ რუკებს.
გეო. VI.2განსაზღვრავს ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე და აანალიზებს მის მნიშვნელობას.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
. განმარტავს ფოტოების, ცხრილების, რუკების სახით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას.
. ლეგენდის საშუალებით კითხულობს რუკების შინაარსს და მასზე მოცემულ ინფორმაციას გამოხატავს სხვადასხვა ფორმით.მაგალითად ცხრილით და წერილობით.
. კონტურულ რუკაზე დააქვს ნომენკლატურული მასალა.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
. ჯგუფური მუშაობისას თითოეული ჯგუფი ირჩევს მარტივ და მკვეთრად განსხვავებულ, კლასის წინაშე წარმოსადგენ საპრეზენტაციო მსალას.
. მოსწავლე იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს და დააქვს კონტურულ რუკაზე მოძიებული მასალა.
თემატური ელემენტები: ოკეანეები, ზღვები, სრუტეები, ყურეები, კუნძულები და ნახ.კუნძულები.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: თითოეული გეოგრაფიული ელემენტის განსაზღვრას.
შეფასების საგანი და პროცედურები: პრეზენტაცია, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო: კომპიუტერი და პროექტორი, ცარცი, დაფა, მსოფლიოს ფიზიკური რუკა, მე-6 კლასის სახელმძღვანელოები, ატლასები, მსოფლიოს კონტურული რუკები და ფერადი ფანქრები.








გაკვეთილის მსვლელობა: კლასი თავიდანვე დაყოფილია 5 ჯგუფად. თითო ჯგუფში 7-7 ბავშვია.
პირველი ეტაპი:
გაკვეთილი იწყება პროვოცირებით. დაფაზე ვწერ სიტყვა - ჰიდროსფეროს და ბავშვებს ვუსმევ კითხვებს:
1) თქვენი აზრით რა არის ჰიდროსფერო?
2) შემდგომ ვთხოვ დამეხმარონ აზრობრივი რუკის შექმნაში. და ვიღებთ ასეთ სურათს:



3) ვთხოვ მითხრან რას მოიცავს მსოფლიო ოკეანე და დედამიწის რამდენი % უკავია მას?
4) აზრობრივი რუკიდან დაახარისხონ ჰიდროსფეროში რომელი ელემენტებია გაერთიანებული.
5) ვთხოვ დაასახელონ რამდენი ოკეანეა დედამიწაზე და რა იციან მეხუთე ოკეანის შესახებ.
6) რატომ ჰქვია მსოფლიო ოკეანეს მსოფლიო ოკეანე და რომელი სრუტეებით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს? (10წთ)
მეორე ეტაპი:
ამ ეტაპზე გადავდივარ გაკვეთილის ძირითად ნაწილზე. ჯგუფებს ვურიგებ პატარა ბარათებს, რომლებზეც წინასწარ მითითებულია საპრეზენტაციო ნომენკლატურული მასალის თემა: ზღვა, სრუტე, ყურე, კუნძული, ნახ. კუნძული. რომელ ჯგუფსაც რომელი თემა შეხვდება, ის თემა უნდა წარმოადგინოს, თან ბავშვებს ურიგდებათ მსოფლიოს კონტურული რუკებიც, რომლებზეც გადააქვთ თემის შესაბამისად ფერადი ფანქრების საშუალებით 2ატლასებში მოძიებული ნომენკლატურული მასალა. მინიმუმ 5 ერთეული. მაგ: ჯგუფს შეხვდა თემა - სრუტე. ატლასში მოძებნის ჯგუფი სრუტეებს და მათ დაიტანს კონტურულ რუკაზე. თან ჯგუფი მოიფიქრებს თუ რას ისაუბრეს სრუტეების შესახებ. (5 წუთი) + (3-3წთ)
მესამე ეტაპი:
ახალი გაკვეთილის ახსნა:
თემა: ,, მსოფლიოს ოკეანის ფსკერის რელიეფი’’
ინდივიდუალურად ყველა ბავშვს ვაკითხებ გაკვეთილს და ვთხოვ რვეულებში შექმნან ტ დიაგრამა, რომლის ერთ მხარესაც ჩამოწერენ მათთვის გასაგებ საკითხებს, ხოლო მეორე მხარეს კი - გაუგებარ საკითხებს.
თემის დამუშავების შემდეგ ბავშვების კარნახით დაფაზე მეც ვადგენ ამ დიაგრამას და ვხსნი მათთვის გაუგებარ საკითხებს. (12წთ)
ვაძლევ დავალებას (1წთ)
ვაფასებ ბავშვებს აქტიურობის მიხედვით.


დიფერენცირებული სწავლება:

ასეთი ბავშვები არ გვყავს.
კრიტერიუმები ინდიკატორი ინდიკატორის შესაბამისი ქულა მიღებული ქულა
გაკვეთილზე ჩართულობა: არ მონაწილეობს, არ ისმენს სხვის მოსაზრებას, არ გააჩნია საკუთარი მოსაზრება.

1-4
ცდილობს მონაწილეობის მიღებას, ისმენს სხვის მოსაზრებას, ამჟღავნებს საკუთარ დამოკიდებულებას.


5-7
ესმის პრობლემის არსი, ამჟღავნებს დიდ ინტერესს, აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, გამოთქვამს დასაბუთებულ მოსაზრებებს, ისმენს სხვების აზრს.




8-10
თვალსაჩინოების გამოყენება არ იყენებს ან იყენებს მწირად. 1-4
იყენებს დიაგრამებს, რუკებს, ცხრილებს. 5-7
იყენებს ახალ ტექონოლოგიებს. 8-10
ჩვენება, წარდგენა უჭირს მნიშვნელობის გაგება და მიღებული ინფორმაციის კლასიფიცირება 1-4
ცდილობს მნიშვნელობის გაგებას და მიღებული ინფორმაციის კლასიფიცირებას, ინფორმაცია არასრული და უზუსტოა. 5-7
შეუძლია მასალის კლასიფიცირება, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის განსაზღვრა. 8-10
სავარჯიშო, დავალება არ შეუძლია სავარჯიშოს შესრულება. უჭირს თეორიული ცოდნის ნაცნობ სიტუაციაში გამოყენება. უჭირს მონაცემების შეგროვება, ანალიზის უნარი, უჭირს კომუნიკაცია, არ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება. 1-4
ესაჭიროება მითითებები, როგორ შეასრულოს სავარჯიშო. შესრულებული სამუშაო არასრულია და ზოგჯერ არასწორი.უჭირს კვლევა-ანალიზი, უჭირს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და პრეზენტაცია. 5-7
დამოუკიდებლად, სრულად და სწორედ ასრულებს დავალებას. შეუძლია თეორიულად მიღებული ცოდნა გამოიყენოს ნაცნობ სიტუაციაში. ამჟღავნებს კვლევის ანალიზის უნარს. დამოუკიდებლად აკეთებს დაკსვნებს და პრეზენტაციას 8-10



მე-6 კლასი მასწ. ნუნუკა ალუღიშვილი